პროექტის აღწერა: საქართველოში სხვადასხვა დროს გავრცელებული სპორტის სახეობების მოძიება და მათი გაცნობა.
პროექტის სრული აღწერა: საქართველოში უძველესი დროიდან არსებობდა სპორტული თამაშები. ზოგი მათგანი დავიწყებას მიეცა, ზოგი კი სხვადასხვა გზით განვითარდა, ახალი სახე მიიღო და ქვეყნის ფარგლებს გასცდა. სამაგიეროდ ჩვენთანაც შემოვიდა და დამკვიდრდა სხვა ქვეყნის სპორტული თამაშები. მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ და გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განვითარებულ, ასევე სხვა ქვეყნებიდან შემოსულ და დღეისათვის საქართველოში დამკვიდრებული სპორტის სახეობებს, ძიების პროცესში ისინი გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხისა თუ სხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 12-15 წელი/ მე-7 მე-12 კლასები
ვადები/ხანგრძლივობა: 4 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები: მოხდება მოსწავლეთა მიერ მასალის მოძიება ინტერვიუების, ლიტერატურის, ინტერნეტის საშუალებით, ფოტოალბომების შექმნა, პრეზენტაციის მოწყობა, სპორტულ თემატიკაზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებების მოძიება.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შექმნას: ფოტოალბომი, მოეწყოს კინოფილმებიდან ფრაგმენტების ჩვენება.
სარგებელი სხვებისათვის: გაეცნობიან საქართველოს კუთხეებში გავრცელებულ ძველ სპორტულ ტრადიციებს, ქართული სპორტის როლს მსოფლიო სპორტის ისტორიაში, ასევე სხვა ქვეყნებიდან შემოსული სპორტის სახეობების ისტორიას.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული: იმ ლიტერატურული ნაწარმოებების მოძიება , რომელშიც აღწერილია ძველი სპორტული თამაშების სახეობები. მხატვრული ტექსტის აღქმა და გადმოცემა. მსჯელობის უნარის განვითარება.დისკუსია.
გეოგრაფია: გაეცნობიან საქართველოსა და სხვა ქვეყნების იმ კუთხეების გეოგრაფიას, სადაც საფუძველი ჩაეყარა ამა თუ იმ სპორტულ სახეობას.
ისტორია: გაეცნობიან საქართველოსა და სხვა ქვეყნების იმ კონკრეტულ ისტორიულ ეპოქას, რომელშიც ყალიბდებოდა სპორტის ესა თუ ის სახეობა.
ხელოვნება: მოიძიონ სპორტულ თემატიკაზე შექმნილი ტილოები თუ ქანდაკებები.
მუსიკა: სპორტულ თემაზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებების მოძიება.
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
პროექტის ფასილიტატორი: ნინო ტრაპაიძე
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:ninotrapaidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდის ბლოგი: sporti-35.blogspot.com